ია ფარულავა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
ამის შესახებ ფარულავამ „ინსტაგრამზე“ ისაუბრა.
„სინამდვილეში ეს არის ტოტალური კონტროლის კანონი, რომელიც დაგვაბრუნებს 1937 წლის დასმენების ეპოქაში.
ცენზურა და რეპრესიები გარდაუვალი იქნება. ნებისმიერი უცხოური ქვეყნიდან შემოსული დახმარება ჩაითვლება უცხოურ გავლენად. მოღალატეებად ჩაითვლებიან უხოური ინტერესების გამტარებელი ადამიანები. გვინდა ჩვენ ეს? არავითან შემთხვავაში,“ – აღნიშნა იამ.