LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი უმაღლესი სტანდარტის სტადიონი აშენდება.. ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე“

139
ირაკლი კობახიძე

„მინდა დავაანონსო მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც ფეხბურთსა და რაგბის უკავშირდება. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, სტადიონი 70 000-ს მაყურებელზე იქნება გათვლილი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ ხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სტადიონი ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, ამასთან, საქართველოს მთავრობა 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს:

„იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებს, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს ქალაქში, ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი, რომელსაც სარბენი ბილიკები არ აქვს, ამ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის, რომელიც გუნდის წარმატებაზეც აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი.

სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, ასეთ პირობებში ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სწორად დატვირთვას.

ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და გულშემატკივრისთვის. თბილისს ექნება უნიკალური სტადიონი 70000 გულშემატკივარზე გათვლილი, რომელიც სათანადოდ განხორციელდება. აქტიური მუშაობა იქნება საჭირო კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან და ფინანსთა სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამ პროექტის სათანადო უზრუნველყოფა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g