LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლისთვის მესტიის აეროპორტს ახალი სამგზავრო ტერმინალი ექნება

184
მესტია

თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა – გამარჯვებული კომპანიაა Green Studio, რომელმაც 18 პრეტენდენტს შორის მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის საუკეთესო პროექტი წარადგინა.

მესტია და, ზოგადად, სვანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონია – მესტიის აეროპორტის არსებული ტერმინალი ვეღარ უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობას, იზრდება ფრენების რაოდენობაც, შესაბამისად, მთავრობამ მესტიაში აეროპორტის ახალი ტერმინალის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.

მესტიის აეროპორტის გაფართოება და ინფრასტრუქტურული განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია მთავრობის იმ პრიორიტეტებში, რომლებიც, უპირველესად, გულისხმობს  საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის დაბალი ფასებით გადაადგილებას, ასევე სვანეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან  ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ხდება შიდა ფრენების სუბსიდირებაც.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან. ტერმინალი მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობის გამტარუნარიანობაზეა გათვლილი. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები.

ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g