LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიულ ქალაქს დღე-ღამის 26 საათამდე გაზრდა სურს

139
GettyImages-2058858613-scaled

ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქს სურს, რომ დღე-ღამე 26 საათამდე გაზარდოს. დასახლების მერი თვლის, რომ ამ გზით მაცხოვრებლებს საშუალება მიეცემათ „თავისუფალი დრო უფრო ხარისხიანად გაატარონ“, წერს Politico.

ვადსოს კომუნამ შესაბამისი თხოვნით უკვე ევროკომისიასაც მიმართა, რათა ნორვეგიის ხელისუფლებაზე იქონიოს გავლენა.

ქალაქის ჩინოვნიკები თვლიან, რომ დღე-ღამის 26 საათამდე გაზრდით მოიზიდავენ ახალ მაცხოვრებლებსაც, რომლებსაც მეტ დროსთან ერთად მეტი შესაძლებლობებიც ექნებათ. თუ როგორ იმუშავებს ეს იდეა პრაქტიკაში, მერმა ჯერ არ იცის. „ამის შესახებ ჩვენ დეტალურად ჯერ არ გვიფიქრია. საათები 2-ით მეტი უნდა იყოს – ვნახოთ როგორ გამოვა ყველაფერი. არ ვართ დარწმუნებული, რომ მთავრობა ჩვენს წინადადებას დათანხმდება, ამიტომ დეტალებზე ჯერ არ გვიფიქრია“.

ქალაქის მმართველობა დარწმუნებულია, რომ ადგილობრივთა მთავარი რესურსი დროა, რამეთუ მაცხოვრებლებს ოჯახთან გასატარებლად მეტი დრო უნდა ჰქონდეთ.
ევროკომისიაში განმარტავენ, რომ საათების ცვლილება თავის ტერიტორიაზე ქვეყანამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები