LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიაში სოც-ქსელების გამოყენება 15 წლამდე აიკრძალება

115
6722

ნორვეგიამ გადაწყვიტა, რომ 15 წლამდე ბავშვებს სოც-ქსელების გამოყენება აუკრძალოს. ამის შესახებ The guardian-ი წერს.

ამჟამად ქვეყანაში უკვე მოქმედებს კანონი, რომელიც სოც-ქსელებზე წვდომას 13 წლამდე ზღუდავს, თუმცა ამიერიდან აკრძალვა 15 წლამდე გაიზრდება. გარდა ამისა, კანონპროექტს დაემატება მუხლი პერსონალური მონაცემების შეგროვების და დამუშავების შესახებ, რა დროსაც მომხმარებლის ასაკის შემოწმება სავალდებულო გახდება.

როგორც ნორვეგიის პრემიერმა განაცხადა, ეს საკმაოდ რთული ბრძოლა იქნება და კანონის შესრულება საწყის ეტაპზე გაუჭირდებათ, თუმცა ბავშვები სოციალური ქსელების მავნე კონტენტისგან აუცილებლად უნდა დაიცვან.

აღსანიშნავია, რომ სოც-ქსელების აკრძალვის ინიციატივა ნორვეგიელ მშობელთა კავშირს ეკუთვნის და ისინი შეზღუდვის დაწესებას 16 წლამდე ითხოვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები