LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „გუშინ 350 ადამიანი იყო შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა პარტაქტივი იყო.. შეკრებაზე ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველოდებით – სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ შეიკრიბონ“

163
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტთან დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე ათიათასობით მხარდამჭერს ელოდებიან.

„ქართული ოცნება“ – „ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს, პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას“

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ის ასევე ელის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს, კანონპროექტის საწეინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება:

„გუშინ 350 ადამიანი იყო შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა პარტაქტივი იყო. ჩვენ ველოდებით, რომ ისინი [კანონპროექტის] მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, რაც მათი უფლებაა. ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველით, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

29 აპრილს დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს – შალვა პაპუაშვილი

„იმედი“: 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

იაგო ხვიჩია: „ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ოცნების” ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ.. მათ ერთ რამეს ვეტყვი: აიღეთ ყველასგან ფული, საბოლოოდ კი 36 შემოხაზეთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g