LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე : „არ შეიძლება რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე … დღეს ევროპელი პოლიტიკოსები, ოდიოზური ევროპარლამენტარები გათავხედებული არიან სწორედ იმის გამო, რომ არის სიცრუის ჩაკეტილი წრე – ეს წრე უნდა გაირღვეს”

152
ირაკლი კობახიძე რასა იუკნევიჩიენე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით ევროპარლამენტის რეზოლუციებმა წინა წლების განმავლობაში „ქართველი საზოგადოებისთვის ფასი დაკარგა”- ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, დღეს ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატები უნდა გამართოს.

„შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებმა წინა წლების განმავლობაში, საერთოდ დაკარგა ფასი ქართველი საზოგადოებისთვის. გახსოვთ 3 რეზოლუცია, სადაც კეზერაშვილს საწყალ დევნილად აცხადებდნენ, ასევე სააკაშვილს და გვარამიას პოლიტპატიმრებად აცხადებდნენ, სადაც ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთ პირობებში, საზოგადოების თვალში, არავითარი ფასი აღარ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციებს. სამწუხაროდ, სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში, რომლებიც საბოლოდ, აფერხებენ საკუთარი რეზოლუციების გატანას. ეს არის უკიდურესად არაევროპული მოვლენა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ევროპა მოახერხებს და დაძლევს ასეთი ტიპის პრობლემებს, რომლებიც დღეს სამწუხაროდ სახეზეა. ჩემთვის სიმართლეს აქვს ფასი. ფაქტებს და არგუმენტებს. როდესაც ვხედავთ სიცრუეს, მნიშვნელობა არ აქვს ეს ქართველი იქნება თუ უცხოელი, სიცრუე არის სიცრუე. როდესაც კეზერაშვილს საწყალ დევნილად გიცხადებენ, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარის განცხადებას ასეთ პირობებში, ფასი ვერ ექნება. როდესაც საუბრობენ დებიძინიზაციაზე, რა თქმა უნდა, ამასაც ვერ ექნება ფასი. ეს უბრალოდ სამარცხვინოა. არ შეიძლება რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე. რასა, რომელიც, არ ვიცი, ვარშავის ფაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია. არ შეიძლება ასეთი ადამიანები დღეს წარმოადგენდნენ ევროკავშირს“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა პარტიის ახალიერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სტრასბურგში ვიზიტზე, ევროპარლამენტარებთან შეხვედრასა და მათ ერთობლივ ბრიფინგზეც ისაუბრა:

„ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება. პირდაპირ შეიძლება ითქვას ამისთვისაც არის გამჭვირვალობა საჭირო. რაც მეტი გამჭვირვალობა იქნება, მით უფრო ნაკლებად მოვისმენთ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. დღეს ევროპელი პოლიტიკოსები, ასეთი ოდიოზური პოლიტიკოსები, გათავხედებული არიან სწორედ იმის გამო, რომ არის სიცრუის ჩაკეტილი წრე. ეს სიცრუის ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და მათ შორის, სწორედ ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული სამი მოსმენით“- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, საქართველო რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნას – „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს – ვიოლა ფონ კრამონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g