ცნობილი ინფლუენსერი და ტიკტოკერი მარიამ ლამაზი შვილებთან ერთად „რუსთავი 2“- ის გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრობდა.
მარიამმა დილის ეთერში ისაუბრა, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე.
„ყოველთვის მიყვარდა სოციალური ქსელები… ერთხელ ლაივში ვიყავი და ერთ- ერთი, ვინც მიყურებდა, იყო ჩემი მომავალი ქმარი.
„გამარჯობა მშვენიეროო“, – მომწერა.
ფოტოზე მომეწონა. ჩემს დაქალს ,,ღადაობით” ჩავუგდე მისი ფოტო და მივწერე, ჩემი მომავალი ქმარია-მეთქი. ალბათ რაღაც დონეზე ინტუიციურად ვიგრძენი, რა მოხდებოდა მომავალში“, – ამბობს მარიამ ლამაზი.
„ვაბოდებ ჩემს ქმარზე… ტიკტოკზე მხოლოდ ქართველები მაბულინგებენ”- მარიამ ლამაზი