LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგუაინმა ანტიკური რეკორდი დაამხო და იტალიის ისტორიაში შევიდა (ვიდეო)

30

„ნაპოლის“ ფორვარდმა გონსალო იგუაინმა 36 გოლი გაიტანა და სერია ა-ს აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.
სარეკორდო გოლი თავისი სილამაზით ზუსტად შეესაბამება მიღწეულ სტატუსს.

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში იგუაინმა ჰეთ-თრიკი შეასრულა („ფროზინონესთან“ 4:0 მოგებულ შეხვედრაში). 62-ე წუთზე არგენტინელმა დუბლი შეასრულა და გუნარ ნორდალის 66 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა. ცხრა წუთში მან კიდევ ერთხელ გაიტანა, ბრწყინვალე მაკრატელა შეაგდო და სწორედ ამ მშვენება გოლმა ჩაწერა იგუაინი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში.

1949/50 წლების სეზონში „მილანში“ მოთამაშე გუნარ ნორდალმა 35 გოლი გაიტანა და ამდენი ხანი სწორედ ეს იყო სერია ა-ს რეკორდი.

„ნაპოლიმ“ კი ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირდაპირ მოხვდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=dOZphSqRHiU

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები