LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-სა და Toyota-ს სპორტქარის დამზადებაზე ავსტრიელები იზრუნებენ

36

BMW-სა და Toyota-ს სპორტქარებს, რომლებიც მათთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებს წარმოადგენს ავსტიურლი კომპანია Magna დაამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიული პრესა ავრცელებს.

საუბარია BMW Z4-ზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელწოდებას შეიცვლის და Z5-ის სახელით გამოჩნდება და Toyota Supra-ზე, რომელიც ავტომოყვარულების ერთ-ერთი უსაყვარლეს სპორტქარად ითვლება.

ამ ორი უნიკალური ავტომობილიდან მზის სინათლეს პირველად გერმანელი იხილავს, ხოლო რამდენიმე თვეში მას იაპონური მონსტრიც შეუერთდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი 2018 წელს გამოჩნდება.

ორივე ავტომობილი ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც პლატფორმით, აგრეთვე ტექნოლოგიურადაც. ამასთანავე ორივე მოდელი დამზადებული იქნება განსხვავებული დიზაინითა და ძრავით. როგორც Magna-ში ვარაუდობენ, ორივე ავტომობილის გაყიდვების ტირაჟმა 60 ათასი ერთეული ავტომობილი უნდა შეადგინოს.

შეგახსენებთ, რომ Toyota-სა და BMW-ს თანამშრომლობა 2013 წელს დაიწყო. სწორედ ამ წელს მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ორივე კომპანია ერთდროულად იმუშავებდა ავტომობილის ძრავის, დიზაინისა და ტექნიკური დეტალების შექმნაზე. პირველ პროტოტიპზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო და მოსალოდნელი იყო, რომ ავტომობილები 2017 წელს გამოჩნდებოდა, თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, ავსტრიული კომპანიის ჩარევით მათი გამოჩენის თარიღმა 2018 წლამდე გადაიწია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები