LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან სამწუხაროა.. ამ წერილში შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე“ – ირაკლი ღარიბაშვილი 14 ამერიკელი სენატორის წერილზე

144
ირაკლი ღარიბაშვილი

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, წერილი „ძალიან სამწუხაროა და მისი შინაარსი არასწორი აღქმებიდან გამომდინარეობს“.

ღარიბაშვილის თქმით, „უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს“.

მისივე თქმით, ასევე გამოითქვა კრიტიკა და გაკეთდა შეფასებები, თითქოს საქართველო აპირებს, გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას, რაც საფუძველს მოკლებული განცხადებაა.

14 სენატორი ირაკლი კობახიძეს – თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები, ფინანსური დახმარების გადახედვა და სავიზო აკრძალვების გაფართოება

„მოწოდებებისა და განცხადებების ნაცვლად, კონგრესისთვის და სენატისთვის უფრო მარტივი იქნებოდა, იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები“ – შალვა პაპუაშვილი 14 სენატორის წერილზე

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთან და ვაფასებთ ამ ურთიერთობას. ამავდროულად, არაერთხელ მითქვამს, ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დგას გამოწვევების წინაშე, მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და უცხო ქვეყნის – რუსეთის ჯარები დგას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში.

ჩემი სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან და თუ რაიმე ბუნდოვანება და გაუგებრობაა, ეს უნდა იყოს განხილული დახურულ კარს მიღმა. რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ალბათ, არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან. უნდა დავარწმუნოთ ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, რომ აქ რაიმე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს და არ არის გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიის გზას, როგორი განცხადებებიც გაკეთდა, რომელიც საფუძველმოკლებულია.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე, რომლის ჩანაწერიც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდა. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი რომ ჩვენს ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო ვექტორის ცვლილება – გამორიცხულია.

შესაძლოა ჩვენ გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები ვერ გვექნება, მაგრამ საჭიროა ამ შეხედულებების დაახლოება, დიალოგი, მეტი კომუნიკაცია და ჩართულობა. ვფიქრობ, რომ ეს გაუგებრობა და ბუნდოვანება მოიხსნება და გავალთ წინ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ვითომ მეგობრები საქართველოს არ ჰპატიობენ დაუმორჩილებლობას, მშვიდობას და რეალურ დამოუკიდებლობას.. დღეს არა რომელიმე კანონი, არამედ მამული, ენა და სარწმუნოებაა დასაცავი“ – დიმიტრი ხუნდაძე

„სენატორების წერილი განგაშის ზარია – ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის” ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, გაგრძელდება თუ არა აშშ-ის დახმარება“ – სალომე სამადაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g