LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს

170
Capture

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში მსჯავრდებული დედა, ეგანა მაგარამოვა და მისი ადვოკატი, ალი ბადიროვი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

“საქართველოს სასამართლოს პირობებში იმედი არ გვაქვს, რომ მეორე ინსტანცია ამ უკანონო გადაწყვეტილებას შეცვლის, ამიტომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმედი გვაქვს”,- განაცხადა ბადიროვმა.

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც როგორც ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g