LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვდგავართ ჩვენი შვილების გვერდით – მიეცით ახალ თაობებს საშუალება იცხოვრონ და განვითარდნენ თავისუფალ და დემოკრატიულ სივრცეში. არა ტოტალიტარიზმს!“ ფიზიკოსები გია დვალი და ზაზა ოსმანოვი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

167
გია დვალი და ზაზა ოსმანოვი

ფიზიკოსები გია დვალი და ზაზა ოსმანოვი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებას უზიარებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი თაობის, ჩვენი შვილების თაობის, გვერდით, რომელიც მასიურად ჩაერთო მშვიდობიან პროტესტში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და მათ შესანიშნავად ესმით თუ რისთვის იბრძვიან“:

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

„ეს არ არის უკმაყოფილება რაიმე ერთი მორიგი კანონით, არამედ მიმართულების განმსაზღვრელი ნიშნული: შევდგებით ჩვენ საბოლოოდ როგორც დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ადამიანის სიცოცხლე და ღირსება არის მთავარი ფასეულობები, თუ ჩამოვყალიბდებით როგორც ტოტალიტარული იმპერიის გუბერნია.

ეს უკანასკნელი უკვე პირდაპირ და დაუფარავად გაცხადდა როგორც ხელისუფლების მიერ დასახული კურსი. ძნელია იმის დაჯარება რომ ხელისუფლებას არ ესმის თუ რამხელა უბედურების მომტანია ეს გზავნილი.

„კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე შენი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა“ – როგორ ეხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობა გუშინდელ დემონსტრაციას

რუსთაველის გამზირზე ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცრაზმის ძალის გამოყენებას საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

ეს არის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა და პირდაპირი მცდელობა მორალურად გასრისოს ჩვენი საზოგადოება, რომელიც უკვე ოცდათხუტმეტი წელია იბრძვის ღირსეული და დემოკრატიული არსებობისთვის თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში.

შესაბამისად, მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მოქალაქეების

სამართლიან წინააღმდეგობაზე.

გვინდა მივმართოთ ძალოვნებს, რომ არათუ არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ, არამედ საჭიროების შემთხვევაში ყველანაირად დაიცვან ისინი, როგორც იცავდა 9 აპრილს დემონსტრანტებს მაშინდელი ქართული მილიცია.

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

„რაც შარშან არ გააკეთეს, წელს იმას იზამენ, მათი მიზანიც ესაა – მაქსიმალურად ბოლომდე, ზამბარასავით დაჭიმვა, შემდეგ მეორე ნაწილის შემოტანა, ოჯახზე ზრუნვა თუ რაც ჰქვია იმ კანონპროექტს და შესაბამისად, ამით დამთავრდება“.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას სანამ გვიან არ არის დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს და არ გადაჩეხოს ქვეყანა უფრსკულში.

მიეცით ახალ თაობებს საშუალება იცხოვრონ და განვითარდნენ თავისუფალ და დემოკრატიულ სივრცეში.

არა ტოტალიტარიზმს!“ – ნათქვამია ფიზიკოსების ერთობლივ განცხადებაში.

magti 5g