LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმატება ყველა მომღერლისთვის საჭიროა… უკვე არაერთ მომღერალს დავუდექი გვერდით, სიმღერები დავუწერე…“ – გიორგი წერეთელი

353
გიორგი-წერეთელი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი წერეთელი და ხატია ჭითანავა სტუმრობდნენ. გადაცემაში მათი ერთობლივი სიმღერის – „ჭორიკანა თვალები“ პრემიერა შედგა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ჭორიკანა თვალები“, როგორ გადაწყდა თქვენი თანამშრომლობა?

გიორგი: უცებ გადაწყდა. ხატია დიდი ხანია „სამი საუკუნის“ ოჯახის წევრია. ხატიამ ერთ-ერთ პროექტშიც მიიღო მონაწილეობა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. რა თქმა უნდა, წარმატება ყველა მომღერლისთვის საჭიროა, მით უმეტეს, ჩემი ოჯახის წევრებისთვის და აქედან გამომდინარე, უკვე არაერთ მომღერალს დავუდექი გვერდით, სიმღერები დავუწერე…

ხატია: გიორგიმ კარგად ჩამოაყალიბა, რომ ოჯახური სიტუაცია გვაქვს და ასე გადაწყდა ჩვენი დუეტი. სამომავლოდ, გიოს კვარტეტის იდეაც აქვს. სულ რაღაც ახლის გაკეთებას ვცდილობთ, ვგეგმავთ, ვმუშაობთ, არ ვჩერდებით და ჩვენი ეს სიმღერაც, „ჭორიკანა თვალები“ ძალიან შეუყვარდა ხალხს. ისეთი სიტყვები აქვს…

გიოს ეს იდეა თავიდან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ძალიან გამიხარდა.  რამდენი წელია ჩვენ ვთანამშრომლობთ, მაგრამ არასდროს ყოფილა იდეა, რომ სიმღერა ჩაგვეწერა. უკვე მეორე სიმღერაც გვაქვს, უკვე ჩავწერეთ და გავამზადეთ.

გიორგი: სიმღერა გიორგი დათიაშვილის სტუდიაში ჩაიწერა.

გიორგი, კარიერის დასაწყისში, ხშირია ხოლმე უარყოფითი კომენტარები და შეფასებები, როგორ უმკლავდებოდი ამ ყველაფერს და თუ მოქმედებდა შენზე?

გიორგი: რეალურად, ჩემი კარიერაც და ცხოვრებაც ისე აეწყო, რომ ყოველთვის ძალიან აქტუალური იყო. ვინც მე მიცნობს, ის ნეგატიურ კომენტარს არასდროს დაწერს. ნეგატიურ კომენტარებს ის ხალხი წერს, ვინც შენ არ გიცნობს. არ არსებობს მომღერალი, ვისაც ნეგატიური კომენტარები არ აქვს. ადამიანებს, ვინც ნეგატიურ კომენტარებს წერენ, უბრალოდ, უნდათ, რომ დაიცალონ. თუ ჩემზე ლაპარაკობენ, ესე იგი, საინტერესო ვარ, რაღაცას წარმოვადგენ. როცა არაფერს წარმოადგენ, შენზე არც კარგს წერენ და არც ცუდს.

გიორგი წერეთელი & ხატია ჭითანავა – ჭორიკანა თვალები

გიორგი წერეთელი – ბედნიერი ქალბატონი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გიორგი წერეთელი & ხატია ჭითანავა – მეეზოვე. Live

გიორგი წერეთელი & ხატია ჭითანავა. გადაცემის აუდიოჩანაწერი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები