ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 7 პირი.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.