თბილისში 22 წლის ბიჭს, რომელსაც ეძებდნენ იპოვეს. ამის შესახებ „ფორტუნას” ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს. მათივე თქმით ის თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში 22 წლის ლუკა გაგნიძეს, ეძებდნენ. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობდნენ, ის სამსახურში მოპედით წავიდა შეკვეთებზე და 24 საათის განმავლობაში არ გამოჩენილა.
ფოტო: „მთავარი არხი”
