“საქართველო მზად არის” – ამ სათაურით მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. მომღერალი “ევროვიზიის” გახსნის ცერემონიისთვის ემზადება.
მომღერალს კომენტარებში თაყვანისმცემლები წარმატებებს უსურვებენ. “ჩვენ გვჯერა შენი გამარჯვების ნუცა”, “წარმატებებს გისურვებ” “გამარჯვება ნუცა”, – უწერენ მიმდევრები.
შეგახსენებთ, 7 მაისს, შვედეთის ქალაქ მალმოში, ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია 2024“ აიღებს სტარტს.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/05/2024-05-05_18-42-11_168530-804x1024.jpg)