კეტი პერი ერთ-ერთია იმ სელებრითებს შორის, ვინც წლევანდელი Met Gala გამოტოვა. მიუხედავად იმისა, რომ არტისტი კოსტიუმების წვეულებას არ დასწრებია, ქსელი მისმა ფოტომ მოიცვა, რომელშიც ის საოცარი ლუქით, ყველაზე მოდური საღამოს ,,ბუნებრივ” წითელ ხალიჩაზეა აღბეჭდილი.
მისი ღონისძიებაზე ყოფნის შესახებ, მომღერალს უამრავი შეტყობინება მიუვიდა, მათ შორის დედისგან, რამაც დიდი დაბნეულობა გამოიწვია.
მოგვიანებით, პერიმ განმარტა, რომ სურათი რეალური არ იყო. ის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული აღმოჩნდა.
ბოლოს, კეტი პერი Met Gala-ზე, 2022-ში გამოჩნდა.
კეტი პერის მსგავსად, 2024-ის Met Gala გამოტოვეს რიანამ, ლედი გაგამ და სხვებმა, რომელთა არარელურმა ფოტოებმა ღონისძიებიდან, ასევე ინტერნეტი ააფეთქა.



