მომღერალი სოფო ნიჟარაძე გარდაცვლილ მამას დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.
„მიყვარხარ, მენატრები…“ – წერს სოფო ნიჟარაძე და მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
სოფო ნიჟარაძეს მამა 11 წლის გარდაიცვალა. მაშინ მომღერალი პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობდა, თუმცა მომხდარი ტრაგედიის გამო, მომდევნო ტურში მონაწილეობა ვერ შეძლო.
მომღერალმა მამის გარდაცვალების შესახებ ამბავი სცენაზე გასვლამდე, ნახევარი საათით ადრე შეიტყო.