შვედეთის ქალაქ მალმეში დღეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი იმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ თავისი საკონკურსო სიმღერა, Firefighter-ს შეასრულა.
საქართველოსთან ერთად იმღერეს საბერძნეთის, მალტის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, ისრაელის, სომხეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ავსტრიის, ესტონეთის, დანიის, სან მარინოს, ალბანეთის, ჩეხეთის და ლატვიის წარმომადგენლებმა.
სიმღერები შეასრულეს საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წარმომადგენლებმაც.
კონკურსის დაწყებამდე https://www.esc.vote/-ზე საქართველოსთვის ხმის მიცემა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იყო შესაძლებელი, მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნების გარდა. მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას 9 მაისს, კონკურსის მსვლელობისას შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ, კონკურსის წესების თანახმად, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემის პროცესში ჟიური არ მონაწილეობს.