LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის” სამი ტელევიზიის ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისაგან“ – რა მოხდა ირაკლი კობახიძისა და ტელეჟურნალისტების შეხვედრაზე

729
Untitled design (82)

ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი ტელევიზიის ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ეს არის საელჩოების, დონორების და ენჯეოების წლების მუშაობის შედეგი.

„უნდა ვიცოდეთ ერთი რამ.

ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის” სამი ტელევიზიის ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან. ეს არის საელჩოების, დონორების და ენჯეოების წლების მუშაობის შედეგი. თან ეს ყველაფერი კეზერაშვილთან და სააკაშვილთან თანადაფინანსებით.

გაუქმებული ჟურნალისტიკა!

P.S. ვიცი, რომ ამ ქვეყნის ნამდვილი ჟურნალისტები (თუნდაც ჩვენდამი კრიტიკულები) ამას ყველაფერს ხვდებიან, მაგრამ, უცხოელი დონორების კეთილგანწყობის დაკარგვის შიშით, ვერაფერს ამბობენ. ეს არის 21-ე საუკუნის საქართველოს რეალობა,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელმა ნინო ჟიჟილაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თოქ-შოუების წამყვანების შეხვედრაზე კოლეგებს მიმართა:

„ეს მედიები, ვინც აქ სხედხართ და მხარს უჭერთ რუსულ კანონს, თქვენ ხართ პრობლემა, „იმედია“ პრობლემა, „საზმაუა“ პრობლემა, „რუსთავი ორიც“ არის პრობლემა, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ამათი გამპრავებლები, დასაყრდენები, იდეოლოგები, პროპაგანდისტები და რუსები. აუცილებლად ყველას დაგერქმევათ თქვენი სახელი“, – მიმართა მან კოლეგებს.

კოლეგებზე ჟიჟილაშვილის თავდასხმას „აჭარის ტელევიზიის“ წარმომადგენელმა ვახო ხუზმიაშვილი გამოეხმაურა: „რუსი შენ ხარ, რუსს როგორ მიბედავ, შე თავხედო!“.

ნინო ჟიჟლაშვილმა „პოსტივის“ წამყვანს ზვიად ავალიანს მიმართა:

„თქვენ, პოსტივი, გაჩერდით ეხლა. თქვენ ფეხსალაგი ხართ ქართული პროპაგანდისტული რეჟიმის“.

„მე რას ვფიქრობ თქვენს ტელევიზიაზე, ამ წუთში ამ ეთერში ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს იყო არა მარტო ფორმალური კოლეგიალობის დარღვევა. ამას მართლა არ ველოდი“, – უპასუხა ჟიჟილაშვილს ზვიად ავალიანმა.

„ყველაფერს უნდა ელოდოთ იმიტომ, რომ ქვეყანა არის გადარჩენის ზღვარზე, ჩვენ გვიდგას ეგზისტენციალური საფრთხე, ყველამ უნდა აგოთ ამაზე პასუხი – პრემიერიდან ტროლამდე, პოსტივიდან ქუჩის დაქირავებულამდე“, – მიმართა ჟიჟილაშვილმა კოლეგებს.

magti 5g