ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ მიმართა, მისი თქმით ქართველ ხალხს, არაფრის ეშინია.
„12 წელია ხელისუფლებაში ხართ და არაფერი გაგიკეთებიათ. ჩვენ ქართველები პატრიოტები მაინც გავზარდეთ”- ასე მიმართა აფხაზავამ ხელისუფლებას.
ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
მისივე ინფორმაციით, სტუდენტებმა გადაწყვიტეს, რომ ორშაბათიდან აუდიტორიებში არ შევიდნენ.
„დღეს ჩვენი ხელისუფლებაა შეშინებული, თორემ თქვენ [აქციის მონაწილეებს] რა გიგავთ შეშინებულის?! ჩვენ, ქართველ ხალხს, არაფრის გვეშინია. ძალიან ბევრმა ეროვნულმა გმირმა შესწირა თავი ამ ქვეყანას. 19 წლის გოგონამ, მარო მაყაშვილმა. სწორედ მარო მაყაშვილია დღეს ევროპა, თქვენ ხართ ევროპა, ჩემო უშიშარო ხალხო! დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დაკავებული. ჩვენ მათთან ვართ.
ცოტა ხნის წინ ჩემთან სტუდენტები მოვიდნენ და თქვეს, რომ ორშაბათიდან ისინი აუდიტორიაში აღარ შედიან. დიდი მადლობა, სტუდენტებო! დიდი მადლობა, ქართველებო, ახალგაზრდებო! დადგა მასწავლებლების გაკეთებული შედეგი, აი, მასწავლებლების გაკეთებული შედეგი!
12 წელია ხელისუფლებაში ხართ და არაფერი გაგიკეთებიათ. ჩვენ ქართველები პატრიოტები მაინც გავზარდეთ. წინ ევროპისკენ! ხვალ ისტორიული დღეა, ხვალ 22:00 საათზე საქართველოს უნდა გავუთენოთ, საქართველოს უნდა მოვუფრთხილდეთ. არა რუსულ კანონს! საქართველოს გაუმარჯოს!“- განაცხადა ლადო აფხაზავამ.
„ჩემთან სახლში როგორ მოდიხარ?… ხის ჯოხები რატომ გქონდათ ხელში?“ – ლადო აფხაზავა
წინ საქართველო, შინ საქართველო ევროპისკენ! — ლადო აფხაზავა„წინ საქართველო, შინ საქართველო ევროპისკენ!“ — ლადო აფხაზავა
Posted by Formula • ფორმულა on შაბათი, 11 მაისი, 2024