მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და წერს, რომ ის ხალხის გვერდით დგას.
„არ შემეძლო კონცერტი ჩამეტარებინა, როცა ჩემი თანამემამულენი დგანან გარეთ ისტორიის სწორ მხარეს და მე ჩემი წვლილი არ გამეკეთებინა!
ფიზიკურად ვერა, მაგრამ გულით სულით და ხმით თქვენთან ვარ“ , – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი ფეისბუქში.