განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სტუდენტების და ლექტორების გაფიცვას ეხმიანება და ლექტორებს მიმართავს, პოლიტიკა უნივერსიტეტის გარეთ დატოვონ და ნუ მოახდენენ საუნივერსიტეტო ცხოვრების საბოტაჟს.
„ამოქოქეს პარტიული აქტივი და უნივერსიტეტებში დაუმორჩილებლობას ვაცხადებთო. გადააჭრელეს ჯგუფები აბა თქვენ რას აპირებთო. ეს იმ სურათის შექმნისთვის სჭირდებათ, რაც ტრენინგებზე დაუწერეს. ნებისმიერ უნივერსიტეტში იპოვიან 20 სტუდენტს, ვინც ამაზე დათანხმდებათ.
სიმბოლურია, რომ პირველად ეს დღეს, მიშას უნივერსიტეტის წინ გააკეთეს. მანდ მაინც ვის არ ემორჩილებით, გიული ალასანიას?!
„ნაც. მოძრაობას“, პარლამენტის სხდომასთან ერთად ლექციების ჩაშლაც რომ უნდა ეს ვიცით, მაგრამ ამ ადამიანების კურსელებს, ჯგუფელებს და იმ ხალხს რას ეუბნებით, ლექციებისა და გამოცდების გაუქმებას რომ უპირებთ?! სხვა შეხედულებები ვისაც აქვს ქართულ კანონზე – თქვენ დაგელოდონ?!
ლექტორებს მინდა მივმართო, აკადემიური თავისუფლება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გთხოვთ, პოლიტიკა უნივერსიტეტის გარეთ დატოვოთ და ნუ მოახდენთ საუნივერსიტეტო ცხოვრების საბოტაჟს.
მეგობრებო, არ მისცეთ უფლება დესტრუქციულ ჯგუფებს, რადიკალური მიზნებისთვის გამოგიყენონ! ჩვენ, ერთად უნდა გავაგრძელოთ ქართული საგანმანათლებლო სისტემის მშენებლობა!“ ,- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.