LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: პარლამენტთან ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას – პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა

216
პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების მისვლა და პროტესტის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვის ფაქტი შეაფასა.

„პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას – პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვდა საქართველოს ხელისუფლება კანონის მიღებას.

„რაც შეეხება იმას თუ რა ხდება სცენაზე, როდესაც გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, ამას ვითხოვდით ჩვენ ამ ე.წ. რუსული კანონით, ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა და დღეს ჩვენ სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას – პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია, დანარჩენზე საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g