LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა

151
მინისტერიალი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით თბილისში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში მე-7 მინისტერიალი გაიმართა.

ღონისძიებაში საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები. მხარეებმმა შეთანხმების ფარგლებში ინიციირებული „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიმდინარეობის, პროექტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს. 

მინისტერიალზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების შემდგომი ეტაპები.

„ამ მნიშვნელოვანი პროექტით საქართველოს საშუალება აქვს, ეფექტური გზით დაუკავშირდეს ევროკავშირს და წვდომა ჰქონდეს მნიშვნელოვან ენერგობაზარზე. ასევე, ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი შეასრულოს და კასპიის ზღვის განახლებადი ენერგიების მიწოდების გზით ევროპას ახალი, განახლებადი ენერგიებით უსაფრთხოების საკითხებში დაეხმაროს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, მინისტერიალის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ენერგეტიკის მინისტრთან ფარვიზ შაჰბაზოვთან. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორივე ქვეყნისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის და მისი განხორციელების პროცესში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მინისტერიალის მონაწილეები ასევე გაეცნენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის პირველად შედეგებს, მის მიმდინარეობას და შესაბამის პრეზენტაციას, რომელიც კონტრაქტორი კომპანიის CESI-ის წარმომადგენელმა გააკეთა. გარდა ამისა, მოხსენებებით წარდგნენ პროექტში ჩართული სახელმწიფოების ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.

მინისტერიალი სპეციალური ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც ყურადღება გამახვილდა პროექტის შემდგომი განვითარების ეტაპებზე.

მომდევნო შეხვედრა ბუქარესტში შედგება და სწორედ მის ფარგლებში დაფუძნდება ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის განხორციელებაზე იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g