LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შურისძიების მოტივით სახის არეში ხელი დაარტყა“ – პროკურატურის ცნობით, აქტივისტ ანა სუბელიანის მამის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

197
ანა სუბელიანი

პროკურატურის ცნობით, სამოქალაქო აქტივისტის, ანა სუბელიანის მამის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, თბილისში, შალვა ნუცუბიძის მე-2 მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკებისას, თ.შ.-მ პირადი განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეზობელს თ.ს.-ს სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ასევე ნახეთ

ანა სუბელიანი წერს, რომ იცის იმ პირის ვინაობა, რომელმაც მის მამაზე ფიზიკურად იძალადა.

ამავე განცხადების თანახმად, თ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

გამოყენებულია ვახო ქარელის ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g