LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვიყავი ერთადერთი ამ დაავადებით… ფაქტობრივად ვკვდებოდი… ფსიქიკაც ჩათრეული იყო, დავიწყე საკუთარი თავის განკურნება… სარკესთან ვდგებოდი და ვაჯერებდი ჩემს თავს – ნინო შენ ძლიერი ხარ… “- ნინო ბაშარული

396
ნინო ბაშარული

ნინო ბაშარული ოპერაციის შემდგომ პერიოდზე საუბრობს. მომღერალს მედიკოსებმა ფილტვის მანკის დიაგნოზი მცირე ხნის წინ დაუსვეს.

ნინომ ოპერაცია ახლახან გაიკეთა და თავს უკეთ გრძნობს.

მომღერალმა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პოსტოპერაციულ პერიოდზე გადაცემაში „როგორ გადავრჩი“ ისაუბრა:

ნინო ბაშარულის თავიდან დაწყებული ცხოვრება და შთამაგონებელი მოგზაურობა ბალიზე: „ამან გადამარჩინა, რომ არ შევეწირე ერთ-ერთ პნევმონიას…“

„სულ მეშინოდა, როდესაც ანტიბიოტიკების მიღება მიწევდა, მეშინია ძალიან ანტიბიოტიკების. ოპერაცია სამი საათი მიმდინარეობდა, იყო რთული ოპერაცია, მოიჭრა ნახევარი ფილტვი, სხვა პაციენტებთან შედარებით ძალიან გამიჭირდა რეაბილიტაცია. მაქვს ერთი ჯანსაღი ფილტვი და მეორე კი მხოლოდ ნახევარი. რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს, თუმცა კრიზისულმა პერიოდმა ჩაიარა, მადლობა ღმერთს. ახლა უბრალოდ ბევრი უნდა ვისეირნო, კარგად ვიკვებო“, – ამბობს მომღერალი.

ნინო ბაშარული ოპერაციის შემდგომ პერიოდზე

"სამი საათი მიმდინარეობდა ოპერაცია, ნახევარი ფილტვი მოიჭრა, რეაბილიტაცია გამიჭირდა, რომელიც ახლაც გრძელდება" | ნინო ბაშარული ოპერაციის შემდგომ პერიოდზე

Posted by როგორ გადავრჩი • Rogor Gadavrchi on შაბათი, 18 მაისი, 2024

მომღერალი ამბობს, რომ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც გააცნობიერა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მისი თქმით ადამიანს ყველაზე მეტად შველის პოზიტიუირი დამოკიდებულება იმისთვის, რომ ყველა პრობლემას გაუმკლავდეს:

„ოპერაცია ახალ წლამდე დავგეგმე, რომ ეს ყველაფერი ძველ წელს დარჩენოდა. ჩემი ცხოვრება შეიცვალა როდესაც გავაცნობიერე თუ რა მჭირდა და რატომ მჭირდა. ეს ფსიქოსომატიკა შესაძლოა ახალი მეცნიერებაა, მაგრამ ჩვენს ემოციებსა და დამოკიდებულებებს ადამიანებთან და სამყაროსთან მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ არ უნდა ჩავიდოთ გულში წყენა ადამიანებზე, არ უნდა ვიყოთ გაბოროტებული ცხოვრებაზე, ადამიანს შველის პოზიტიუირი დამოკიდებულება შველის ადამიანს რომ გაუმკლავდეს ყველა პრობლემას“

ნინომ ოპერაცია თურქეთში გაიკეთა, მისი თქმით დიაგნოზი რომელიც მას დაუსვეს თურქეთშიც იშვიათობას წარმოადგენს:

„ეს იშვიათი დაავადებაა, თურქეთში მედიკოსებმა იგივე მითხრეს, მსოფლიოში ფილტვის დაავადებების მიმართულებით ჩემი დიაგნოზით მხოლოდ 6 პროცენტია დაავადებული. მე ვიყავი ერთადერთი ამ დაავადებით, ყველა თავს მევლებოდა, მეხმარებოდნენ რეაბილიტაციის პერიოდში.

ძალიან ბევრი მიკავშირდება დღემდე ფილტვების პრობლემით და ვუზიარებ მათ ჩემს გამოცდილებას… ამ მდგომარეობამდე კოვიდმა მიმიყვანა… ფსიქიკაც ჩათრეული იყო, დავიწყე საკუთარი თავის განკურნება. სარკესთან ვდგებოდი და ვაჯერებდი ჩემს თავს ნინო შენ ძლიერი ხარ, ფაქტობრივად ვკვდებოდი…მივხვდი, რომ უნდა გავძლიერებულიყავი, რაღაცნაირად გამოვედი მდგომარეობიდან მედიტაციებით და აფირმაციებით“- თქვა მომღერალმა

❤️ როგორ შეიცვალა ნინო ბაშარულის ცხოვრება და როგორია მომღერლის ყოველდღიურობა

❤️ როგორ შეიცვალა ნინო ბაშარულის ცხოვრება ოპერაციის შემდეგ და როგორია მომღერლის ყოველდღიურობა

Posted by როგორ გადავრჩი • Rogor Gadavrchi on შაბათი, 18 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g