LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ განახლებული სედანი M5 წარმოადგინა

27

კომპანია BMW-მ წარმოადგინა სედანის (M5-ის) განახლებული მოდიფიკაცია – Competition Edition, რომელიც 600 სიძლიერის ძრავითაა აღჭურვილი. როგორც გამოცემა Autocar აღნიშნავს, გაძლიერებული, ოთხკარიანი სედანი ამ თაობის უკანასკნელი წარმომადგენელია.

M5 Competition Edition აღჭურვილია 4.4 ლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავით – V8, განახლებული სამართავი პანელითა და გაუმჯობესებული აეროდინამიკით.

ასევე ავტომობილის სიმძლავრე 560 ცხენის ძალიდან გაიზარდა 600-მდე, ხოლო 680 ნ/მ ბრუნის სისწრაფე – 700 ნ/მ-მდე.

შვიდსიჩქარიანი ძრავი და რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით კვლავ იგივე დარჩა. 100 კმ/სთ სიჩქარეს განახლებული მოდიფიკაცია 3.9 წამში ანვითარებს, ხოლო სედანის მაქსიმალური სიჩქარი ლიმიტირებულია 250 კმ/სთ-ით.

მოდელის ტირაჟი არც ისე დიდია – სულ გამოვა 200 ეგზემპლარი. აქედან 100 ავტომობილი შავ ფერში იქნება გადაწყვეტილი, დანარჩენი კი თეთრში.

მოდიფიკაცია მიიღებს 20 დიუმიან დისკებს, M Performance-ის კოლექციიდან.

გერმანული ავტომწარმოებლის ახალი მოდელი – მოდიფიცირებული სედანი M5 Competition Edition 2017 წელს გამოჩნდება.

როგორც Autocar-ში აცხადებენ, მოდელში შენარჩუნებული იქნება რვაცილინდრიანი ძრავი. რომელ ავტოსალონში ვიხილავთ ახალ ,,ლამაზმანს’’ ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები