LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო დღეებში ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ დავურეკო ბიძინას, აუცილებლად დავურეკავდი, მაგრამ ვთვლი, რომ ამას აზრი არა აქვს შემდეგი მიზეზით..“ – რას წერს გია ხუხაშვილი

319
გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს, რომ მას ბევრი სთხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაურეკოს.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილთან დარეკვას აზრი არ აქვს.

„ბოლო დღეებში ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ დავურეკო ბიძინას.

აუცილებლად დავურეკავდი, მაგრამ ვთვლი, რომ ამას აზრი არა აქვს შემდეგი მიზეზით:

ჩემის აზრით, ბიძინა თავისი კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გამავალი კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად ე.წ. „მშვიდობის“ სახელით, დღეის მდგომარეობით, საერთოდ ჩამოშორებულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და მხოლოდ უსიტყვო შემსრულებელია იმ დირექტივებისა, რომელიც მოდის ჩრდილოეთიდან, ისევე როგორც მისი დირექტივების უსიტყვო შემსრულებელია ე.წ. „ქოც-ელიტა“.

არ ვიცი ის საკუთარი შეცდომების მძევალია, თუ შეგნებული არჩევანის მსხვერპლი. ამას ისტორია გაარკვევს. დღეს კი ამ კითხვაზე პასუხს არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა.

მას ახლა ამოძრავებს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტი, აფექტურია. შესაბამისად, არც თვითონ დამელაპარაკება და რომც დამელაპარაკოს, საუბრის შინაარსი იქნება ლოგიკის მიღმა, შესაბამისად უშედეგო,“ – წერს გია ხუხაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g