LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საქართველოში არევის საშუალებას არავის მივცემთ, კარგად იცოდეს ნებისმიერმა არ ავარევინებთ… ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მივმართავ, ფრთხილად იყვნენ, ისე არ გამოდგეს, რომ რუსის საქმე აკეთონ მერე“ – მეუფე იაკობი

143
მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მიტროპოლიტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებიც შეაფასა: 

„ეკონომიკურად ძლიერები და შინაგანად თავისუფლები უნდა ვიყოთ. ამიტომ, ისე უნდა მოგვეპყრონ, რომ დაგვეხმარონ ამ თავისუფლებისკენ, ეკონომიკური ძლიერებისკენ სიარულში. ხომ შეიძლება, რომ ერთმანეთს დაუვიწყოთ წყენები და ნულიდან დავიწყოთ და წესიერად დავალაგოთ ურთიერთობები.

საქართველოში არევის საშუალებას არავის მივცემთ, კარგად იცოდეს ნებისმიერმა არ ავარევინებთ, არც შარლ მიშელს უყვარს ჩემი საქართველო, ჩემზე მეტად, არც საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს და არც არავის…

აბსოლუტურად ემსგავსებით რუსეთს მოქმედებებით. ჩვენ იმპერია გვახსოვს – რუსეთი გვექცეოდა მასე და ნუ იქცევით ასე ჩვენ მიმართ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მიმართა ახალგაზრდებსაც: 

„ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მივმართავ – ფრთხილად იყვნენ. ვიცი, რომ კარგი უნდათ, მაგრამ ცუდი ვის უნდა, ისე არ გამოდგეს, რომ რუსის საქმე აკეთონ მერე. 

დღეს თუ უცხოეთიდან ფინანსდებიან, აქციაა თუ რაღაცა, ძალიან ადვილად შეიძლება მერე, იმ აქციებში, უცხოეთმა, თავისი ხალხით, საწინააღმდეგო აკეთოს. ამიტომ, სიფრთხილე გვმართებს”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის ქადაგება ნოკოლოზობა – 22.06.2024

Posted by ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი/Archbishop of Bodbe Jakob on ოთხშაბათი, 22 მაისი, 2024
magti 5g