LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 ივნისიდან შენგენის ზონის ვიზები გაძვირდება

343
შენგენის ვიზა

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 11 ივნისიდან შენგენის ზონის ვიზები გაძვირდება.

„ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 12%-ით გაზარდოს მოკლევადიანი შენგენის ვიზის ღირებულება (C ტიპის ვიზა). ზრდასრული პირებისთვის ვიზის ღირებულება 80-დან 90 ევრომდე, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი, 40-დან 45 ევრომდე გაიზრდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცალკეულ შემთხვევებში ღირებულებამ შესაძლოა, 135 ან 180 ევროც შეადგინოს, თუ ქვეყნის მიმართ ევროკავშირის სავიზო რეჟიმის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის სპეცპროცედურა გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g