LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტა როხვაძის მადისაღმძვრელი ფორმები (ფოტოგალერეა)

81

მომღერალი და ტელეწამყვანი მარიტა როხვაძე ბათუმში ისვენებს, თან მუშაობს, უამრავი კონცერტი აქვს სხვადასხვა კლუბში.მარიტა სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და სანაპიროდან ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მისი მადისაღმძვრელი ფორმები ჩანს.

მარიტას რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

მარიტა როხვაძე:

ბათუმში ვარ, თან ვისვენებ, თან ვმუშაობ. ძირითადად, „ვერტიგოს“ ტერასაზე გამოვდივარ, ასევე მაქვს გასვლითი კონცერტები სხვადასხვა კლუბში, მათ შორის მქონდა გამოსვლა „თეიქ ფაივში“.

მარიტა, ფოტოებზე ჩანს, რომ საკმაოდ გამხდარი ხარ…

არა, პირიქით, ორი კილო მოვიმატე. ახლა დიეტაზე არ ვარ და ძალიან ბევრს ვჭამ (იღიმის). შესაძლოა, ასეთი შთაბეჭდილება იმიტომ იქმნება, რომ გარუჯული ვარ… (იღიმის). არც ვაპირებ დიეტაზე დაჯდომას, რადგან როგორც ვიცი, მოდაში პლუს საიზ გოგონები არიან.

ვიცი, რომ პოდიუმზეც დადექი…

მართალია. „აჭარის მოდის კვირეულზე“ გამოვედი. ცხოვრებაში პირველად დავდექი პოდიუმზე და მითხრეს, რომ ეს პროფესიონალურად გამომივიდა. ახლა ვფიქრობ, ხომ არ დავიკლო და მოდელობა დავიწყო (იცინის). „გოლდველის“ ჩვენება იყო და მისი დახურვა მთხოვეს, მეც უარი არ ვუთხარი. ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან თამამად გამოვედი პოდიუმზე.

ნინო მურღულია

13669614_1134534623250138_7905662529164875665_n
13880191_1133765759993691_4118464454486493915_n
13892333_1136610586375875_8849987353146377486_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები