პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და „ევროოპტიმისტების“ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება დეკანოიძის განცხადებაზე შალვა პაპუაშვილის პასუხს მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ კოლეგას შეახსენა, რომ უცხო ქვეყნის სამსახურისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.
პასუხად, დეკანოიძემ პაპუაშვილს მიმართა, რომ სასამართლოში უჩივლებს:
„მიჩივლეთ. სირცხვილია, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო დატოვეთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეობა და აქ პატრიოტიზმზე და ღალატზე საუბრობთ. არ გრცხვენიათ? უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობთ. მეგობრობთ ხართ ადამიანთან, გია ლორთქიფანიძესთან, რომელმაც შემოაპარა თქვენი პარტიის ლიდერი. უცხო ქვეყნის დაზვერვასთან რომ გაქვთ კავშირები, ამაზე ისაუბრეთ, როდესაც ღალატსა და პატრიოტიზმზე გექნებათ საუბარი – იმ დაზვერვასთან , რომლის დაზვერვის უფროსის მოადგილემ, თქვენმა მეგობარმა შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი, რომ ქვეყანა აერია. თუ სისხლი დაიღვრებოდა, ამისთვის შემოაპარა. ვის მორალზე საუბრობთ ამის შემდეგ?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება დეკანოიძის განცხადებას, მან „ქართული ოცნების“ ქმედებებს „გამოცხადებული ღალატის ქრონიკა“ უწოდა.
„როგორ არ ვახსენო ქალბატონო ხატია, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეობა დატოვეთ იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესულიყავით. როგორ არ ვახსენო, რომ დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან გაქვთ კავშირები. არ ვახსენო ეს?“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის საპასუხოდ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხატია დეკანოიძე პირდაპირი მეგობარია იმ ადამიანის, რომელმაც საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შემოაპარა. პაპუაშვილმა ამ კონტექსტში გია ლორთქიფანიძე ახსენა:
„კი ბატონო, აბა მიჩივლეთ, მიჩივლეთ. სირცხვილია უბრალოდ, სირცხვილი. უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო დატოვეთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეობა და პატრიოტიზმზე და ღალატზე საუბრობთ ამ დარბაზში, არ გრცხვენიათ? და დღესაც თანამშრომლობთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. პირდაპირ მეგობარი ხართ იმ ადამიანის, რომელმაც შემოაპარა აქ თქვენი პარტიის ლიდერი. ვგულისხმობ გია ლორთქიფანიძეს და მასთან კავშირს. უცხო ქვეყნის დაზვერვასთან რომ გაქვთ კავშირი. ამაზე ისაუბრეთ, როდესაც ღალატზე და პატრიოტიზმზე გექნებათ საუბარი. იმ დაზვერვისა, რომლის დაზვერვის უფროსის მოადგილემ თქვენმა მეგობარმა შემოაპარა აქ მიხეილ სააკაშვილი, რომ ქვეყანა აერია და თუ სისხლი ან რამე დაიღვრებოდა, ზუსტად ამისთვის შემოაპარა აქ. საერთოდ ვის მორალზე საუბრობთ ამის შემდეგ“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რიმა ბერაძე: „თუ ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება, მზად ვარ, დამასანქცირონ“