LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21-22 ივნისს ახალი სოციალური პლატფორმა „ევროარტის“ პრეზენტაცია გაიმართება

145
ევროარტი

21-22 ივნისს „აქსის თაუერსში“ ახალი სოციალური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება. EuroArt/ევროარტი – კულტურულ – შემეცნებითი ხასიათის პროექტია, რომლის მიზანს ქართველი ხელოვანების ერთ სივრცეში გაერთიანება, მათი შემოქმედების წარდგენა, გამოფენის მოწყობა და პროექტის პრეზენტაცია წარმოადგენს.

პროექტი: EuroArt/ევროარტი მოიცავს ხელოვანებისთვის, ადგილობრივი მეწარმეებისთვის შემდეგი შესაძლებლობების  შეთავაზებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად:

  •  ქართველი ხელოვანებისთვის და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ციფრული სივრცის ორგანიზებას:  www. euroart. ge; 
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ინდივიდუალური პორტფოლიოების შექმნას/ინგლისურენოვანი კატალოგების  მომზადებას;
  •  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ინდივიდუალური ციფრული პირადი გვერდის QR კოდით  შეთავაზებას;
  •  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,ხელოვანებისთვის, მეწარმეებისთვის  პირადი  ვლოგის/ ინდივიდუალური შემოქმედებითი დოკუმენტური ვიდეო „ქონთენთი“ ფილმების მომზადებას (ინგლისურენოვანი ტიტრებით);
  • ქართველი ხელოვანების შემოქმედების, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის  წარდგენას ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საგამოფენო  სივრცეებსა და   საერთაშორისო ბიზნეს ფორუმებსა & ბაზარზე;
  •   ქართველი ხელოვანებისთვის &  ადგილობრივი მეწარმეებისთვის PR სტრატეგიისა და ბერნდის პლატფორმების მომზადებას.

პროექტი მოიცავს ორდღიანი გამოფენის, პრეზენტაციების  მოწყობას, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მიმართულებით ქართველი ხელოვანების შემოქმედება (ფერწერა, ხელნაკეთი ნივთები, მინანქარი, დიზაინი…) და ადგილობრივი მეწარმეები. მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ხელოვანი.

პროექტის  ორგანიზატორია: არტ ვიპიარი/ VIPR ჯგუფი;

ოფიციალური მხარდამჭერია:  GCC-MALTA/ ქართული კულტურის ცენტრი მალტაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g