LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აღინიშნება – ნახეთ, რა ღონისძიებებია დაგეგმილი და სად

270
1 ივნისი

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრალური ღონისძიება დედაენის ბაღში ჩატარდება, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, „რანინას“ კონცერტი გაიმართება.

„1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე, აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში. კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე – კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი; მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი, 9 აპრილის სახელობის ბაღი; ვაკე, 14:00-17:00 საათი, ციციშვილის სახელობის სკვერი; ისანი, 16:00-19:00 საათი, ვაზისუბნის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპ. N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი.

დედაენის ბაღი, საბავშვო გასართობი პროგრამა:

17:00-21:30 საათამდე –

საბავშვო ლიტერატურის გამოფენა – გაყიდვა;

ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა;

ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე;

ბროშების დამზადების სადგური;

მეზღაპრის კუთხე;

თითების თეატრის წარმოდგენები;

VR სივრცე -გასართობი და შემეცნებითი თამაშებით;

საპნის ბუშტების შოუ;

ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ;

10-მდე საბავშვო-გასართობი სადგური;

საბავშვო ატრაქციონები;

მინი გოლფი;

სკეიტ შოუ;

ფოტოზონა-გიფერი;

დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა;

ზღაპრის გმირები;

18:00-19:00-თოჯინების სპექტაკლი „ჟოზე“;

20:00- „რანინას“ კონცერტი

დასწრება თავისუფალია“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g