LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ევროპაში ყველაზე მაგარია

22

კრიშტიანო რონალდო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია.
პორტუგალიელმა გარეთ ბეილს და ანტუან გრიზმანს გაასწრო.

რონალდომ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული უეფას ვერსიით მოიგო. ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა და უეფას 55 წევრმა ასოციაციამ.

ქალებს შორის პრიზი ნორვეგიელმა ადა ხეგერბერგმა აიღო, რომელიც „ლიონში“ თამაშობს.

გასულ წელს ჯილდო ლეო მესიმ წაიღო, სამეულში კი ლუის სუარესი და რონალდო იყვნენ.

რონალდო სეზონის საუკეთესო 2013/14 წლებში გახდა, როდესაც მანუელ ნოიერს და არიენ რობენს გაასწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები