LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ონკოლოგიური მართვა ბავშვებმა ადგილზე მიიღონ“ – თამარ გაბუნია

137
თამარ გაბუნია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ „ჯანდაცვის სამინისტროსთვის ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკა უპირატესია ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით“.

მისი განცხადებით, გასულ წელს ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პროექტი, ონკოლოგიური ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა იყო განხორციელებული და ამ პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე, 90-ამდე ბავშვმა მიიღო სერვისი უცხოეთში.

„ამ პროგრამაში 6 დაწესებულება მონაწილეობს სამ ქვეყანაში: თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში. ამ პროგრამის მართვაში ჩვენთან ერთად მონაწილეობენ უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის ქართველი ექიმები, ვინც უცხოეთში მოღვაწეობენ. ყველაფერი არის იმისთვის რომ ბავშვისთვის საჭიროება დროულად და სწორად შეფასდეს და ბავშვმა მიიღოს ის სერვისი, რომელიც მას სჭირდება. შედეგები არის დამაიმედებელი.

თუმცა ოჯახების ნაწილი მაინც ირჩევს საქართველოში მკურნალობას, რადგან ეს პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. საბოლოო მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას იგივე შესაძლებლობა, რაც უცხოეთში. გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო სტანდარტზე გავიდეთ ონკოლოგიის მიმართულებით.

სტრატეგიულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიქმნას შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ონკოლოგიური მართვა ბავშვებმა ადგილზე მიიღონ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g