LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის მაისში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4% შეადგინა

133
ინფლაცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2%-ით), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4%-ით) და სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (ჯგუფში ფასები მომატებულია 1.5%-ით).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3%-ით), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (ჯგუფში ფასები მომატებულია 7.7%-ით), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5%-ით) და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7%-ით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g