LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„5 ივნისი კახი კავსაძის დაბადების დღეა! გახსოვთ, ბატონო კახი, ამ ფოტოს რომ გვიღებდნენ?“ – რა ისტორიას იხსენებს გია ბაღაშვილი

196
გია ბაღაშვილი

დღეს კახი კავსაძის დაბადების დღეა – ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა 89 წლის გახდებოდა.

კახი კავსაძეს იხსენებს მუსიკოსი გია ბაღაშვილი და მას ემოციურ სტატუსს უძღვნის:

„5 ივნისი კახი კავსაძის დაბადების დღეა!

გახსოვთ, ბატონო კახი, ამ ფოტოს რომ გვიღებდნენ ფილარმონიაში, ფოტოგრაფმა ისარგებლა მომენტით და ბევრი კადრი გადაგიღოთ. თქვენ უთხარით: „მოიცა კაცო, დროზე გაგვიშვი სცენაზე, ჯერ ფიგარო შავუბეროთ და მერე გადაგვიღე რამდენიც ხოში გაქვს“.

გავედით სცენაზე და როგორც ყოველ თქვენს გამოჩენაზე ხდებოდა ხოლმე, დაინგრა ტაშით დიდი საკონცერტო დარბაზი.

ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად 25 წელიწადი სცენაზე დგომის პატივი მქონდა და ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მომენტში გვერდით იყავით. თქვენ არა მხოლოდ დიდი არტისტი, დიდი პიროვნება ბრძანდებოდით. არსად წასულხართ, ბატონო კახი. გულში გვყავხართ მთელს საქართველოს“, – წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „წავიდა, წავიდა და წავიდა…“ – კახი კავსაძის ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუ, რომელშიც მისი და ბელა მირიანაშვილის ცხოვრების საბედისწერო დღეს ემოციურად იხსენებს

5 ივნისი კახი კავსაძის დაბადების დღეა!❤️ გახსოვთ, ბატონო კახი, ამ ფოტოს რომ გვიღებდნენ ფილარმონიაში, ფოტოგრაფმა…

Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2024

ირინკა კავსაძე ცნობილი ბაბუის დაბადების დღეს აღნიშნავს: „ძალიან მაკლიხარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g