„582 ოჯახი, მათ შორის, 800 ბავშვი, რომლებსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდათ ცხოვრება, დღეს 582 ახალ ბინას მიიღებს. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან სიახლეს!“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობა მოქალაქეებზე ზრუნვაა:
„ბათუმის „ოცნების ქალაქში” მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი გამოხატულება, როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების, ადამიანების მიმართ.
ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენ, ხელისუფლებას და დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება.
რა თქმა უნდა, ეს პროექტი ამით არ სრულდება. დაგეგმილია კიდევ 1000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება ბინებით და ეს პროექტიც გაგრძელდება უახლოეს მომავალში. უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ოჯახი შესაბამისი საცხოვრებელი სივრცით, რაზეც უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
ღონისძიების დასასრულს, მრავალშვილიან ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადავეცი.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ“, – წერს ირაკლი კობახიძე.
582 ოჯახი, მათ შორის, 800 ბავშვი, რომლებსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდათ ცხოვრება, დღეს 582 ახალ ბინას მიიღებს….
Posted by ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze on ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2024