შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.
როგორც მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით.
„C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 5 წლით.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://shorturl.at/hBDG4 “ – აღნიშნულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები განისაზღვრება კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით: AM, A, B, BE,…
Posted by საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia on სამშაბათი, 04 ივნისი, 2024