მომღერალი ნინო ჩხეიძე დღეს იუბილარია. მომღერალი მეგობრებისგან და მსმენელისგან სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
ნინო ჩხეიძეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს მისი დედა, ქეთი კოჭიაშვილიც:
„დღეს ჩემი დედოფალა გოგოს დაბადების დღეა. დე, გილოცავ, სულ ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყავი. მიყვარხარ“, – წერს ნინო ჩხეიძის დედა.
ფოტო: ნინო ჩხეიძე ოქროსფერი დეტალებით დამშვენებულ ახალ კაბაში ულამაზესად გამოიყურება