Kia თითქმის ნახევარ მილიონ ყველგანმავალს ხანძრის საშიშროების გამო უკან გამოიწვევს. აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური მართის სააგენტომ (NHTSA) განაცხადა, რომ სავარძლის ელექტრო გათბობის სისტემის დეფექტის გამო თითქმის ყველა Kia Telluride რისკ ჯგუფშია. უკან გამოწვევის კამპანია მოიცავს 462 869 ყველგანმავალს, რომელიც 2020-2024 წლებში ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის არის შექმნილი. ბრენდმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აალება შესაძლოა გზაზე გადაადგილებისას ან უბრალოდ დგომის დროს მოხდეს, ანუ მაშინ როცა ძრავა უბრალოდ გამორთულია.
Kia-სთვის როგორც მინიმუმ ერთი შემთხვევის შესახებაა ცნობილი, როცა ავტომობილის გადაადგილების დროს მძღოლის სავარძელი აალდა, კიდევ 6 შემთხვევაში ელექტრობის ბლოკი დადნა.
პრობლემური Telluride-ების მფლობელებს 30 ივლისიდან დაუკავშირდებიან და ავტომწარმოებელი ყველა მანქანას უფასოდ შეაკეთებს.