20 ივნისს ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt წარმოგიდგენთ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატის ლიზი კაკაბაძის საფორტეპიანო კონცერტს.
ლიზი ამჟამად, სწავლობს Texas Christian University-ის მაგისტრატურაში. პირველი საერთაშორისო პრემია მან 11 წლის ასაკში დაიმსახურა, 2012 წელს რომში გამართულ მოცარტის კონკურსზე.
ლიზიმ ასევე მოიპოვა I პრემია მალტას საერთაშორისო კონკურსზე – Valletta International Piano Competition. 2018 წელს კი აირჩიეს საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის – Vienna International Pianists-VIP Academy. 2022 წლის ივნისში ლიზი მიიწვიეს და აირჩიეს ასეულ აპლიკანტს შორის ფესტივალზე: XII Katowice International Piano Masterclasses, კატოვიცე,პოლონეთი. 2023 წლის ოქტომბერს კი ლიზიმ აიღო I პრემია საერთაშორისო კონკურსზე MTNA. პროგრამაშია: ფ.შოპენი – 24 პრელუდი თხზ.28 ფ.შოპენი – საფორტეპიანო კონცერტი თხზ.21 N. 2 – ფა მინორი.
საინფორმაციო მხარდამჭერები – რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, „მედია პალიტრა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08.