საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიული მომენტისთვის, ევროპის ჩემპიონატზე პირველად წარსადგენად ემზადება – ფეხბურთელები უკვე ჩაფრინდნენ გერმანიაში, სადაც ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს.
გერმანიაში გამგზავრებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა „ეროვნულ ნაკრებთან“ ინტერვიუებში საკუთარ ემოციებზე, საბრძოლო შემართებასა და მოლოდინებზე ისაუბრეს.
„ვიაზრებთ, თუ რამხელა ჩემპიონატზე ვითამაშებთ, ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგი დავაფიქსიროთ.
ფორმა იმიტომ გვაცვია, რომ [მაისურის] წინა მხარეს გერბი გვახატია და უკანა მხარეს ჩვენი გვარი გვაწერია – პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი დროშისთვის და გერბისთვის ვთამაშობთ“, – ამბობს ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ინტერვიუში.
🇬🇪"ჩვენი დროშისთვის და გერბისთვის ვთამაშობთ" – ბუდუ ზივზივაძე 🎬 სრული ინტერვიუ – bit.ly/4ccOREt
Posted by ეროვნული ნაკრები on კვირა, 09 ივნისი, 2024
შეგახსენებთ, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.
სლაიდზე გამოყენებული ფოტოები: ეროვნული ნაკრები