„სვეტი“ ოპოზიციონერები მარტო ჩვენ ვართ, დანარჩენები არიან „ქოცები“ და „ნაცები“, მიუხედავად იმისა, რომ რეესტრში 300 ოპოზიციური პარტია არსებობს“ – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „გირჩი“ ოპოზიციის გაერთიანებას გულშემატკივრობს:
„ამის კონტურები არის და კოლეგებს გაერთიანებისთვის წარმატებებს ვუსურვებთ. სვეტი ოპოზიციონერები მარტო ჩვენ ვართ, დანარჩენები არიან „ქოცები“ და „ნაცები“, მიუხედავად იმისა, რომ რეესტრში 300 ოპოზიციური პარტია არსებობს“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მან ასევე კომანტარი გააკეთა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“ და თქვა, რომ ქარტია არავის ახსოვს:
„ქარტია არავის ახსოვს და არჩევნების შემდეგ გავიხსენებთო. ჩვენ სწორედ ამის გვეშინოდა და ვამბობდით, რომ ქარტია სხვანაირი უნდა იყოს-თქო.
ადამიანები ქარტიას უნდა მიჰყვნენ და არა არჩევნების შემდეგ მივხედავთო“ – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.