ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში უსახლკარო მამაკაცის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც ფეხის კიდურებზე პრობლემა აქვს. როგორც აკა სოციალურ ქსელში წერს, კაცს ფეხზე განგრენა აქვს, რაც მკურნალობას აღარ ექვემდებარება და კიდურების სასწრაფო ამპუტაციაა საჭირო.
აკა სინჯიკაშვილი თავშესაფრის არსებობის აუცილებლობაზე წერს, რათა უსახლკარო ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, შეიფარონ.
„ამბავი ძალიან მძიმეა და ყველაზე გამოუვალი, რაც აქამდე სიცოცხლეში მინახავს.
ფეხები გასინჯა ექიმმა და თქვა, რომ კაცს აქვს განგრენა, მკურნალობას აღარ ექვემდებარება და კიდურების სასწრაფო ამპუტაციაა საჭირო. უკვე მართლა გონებას კარგავს და რამდენიმე დღის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. აღარც გვეკონტაქტება და უარს ამბობს კლინიკაში გადაყვანაზე. ამბობს, რომ მაინც მოკვდება და ურჩევნია ფეხები ჰქონდეს. ვეზიზღებით ყველა უკვე, იმიტომ, რომ სადაც ჯდება, ყველა ადგილიდან გამოაგდეს. ბოლოს, საერთოდ ცემეს ვიღაც ნაბოზრებმა. სადაც არ უნდა გაჩერდეს, ყველა ადგილიდან აგდებენ. ერთი კაცი ვერ ვიპოვეთ ქალაქში, რომელიც ნებისმიერი თანხის ნაცვლად სახლში შეუშვებს მომაკვდავ ადამიანს.
ასე, ყოველდღე ვუზივართ და ვუყურებთ როგორ კვდება კაცი ჩვენს თვალწინ და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. მაიკას თუ გამოვუცვლით და საჭმელს თუ შევაჭმევთ. მართლა გავგიჟდებით მალე.
სახელმწიფო თავშესაფარი კიდევ, საერთოდ არ არსებობს, რომელიც ავადმყოფ ადამიანს მიიღებს. ხარივით ჯანმრთელი თუ არ არის ადამიანი, ლილოს თავშესაფარი საერთოდ არ უშვებს შენობაში.
ვინმეს იქნებ რჩევა გაქვთ, რა ვქნათ. იქნებ ვინმე მოხვიდეთ და რამე იცოდეთ რა არის გამოსავალი.
მთელი ქალაქის თვალწინ კიდევ ერთი ადამიანი კვდება და შეიძლება მართლა გადაგვიყოლოს ამისმა სიკვდილმა. გგონიათ ეს ერთია ასე? გამოდით გარეთ და ყველას სათითაოდ გაჩვენებთ.
ამას კი არა, მე მეზიზღება უკვე ყველაფერი.
ერთი დიდი თავშესაფრის აშენება რა გახდა პროსტა მაინტერესებს. რა ჯანდაბა ჯდება ამდენი, ასი ადამიანის მოვლა. ვის კისერზეა ამათი სიცოცხლე ხომ არ იცით?!
კიი სკამები დაიცავით და ერთმანეთის ცემა-ტყეპა არ შეწყვიტოთ. რაში გაინტერესებთ როდის მოკვდება ქუჩაში უპატრონო, ავადმყოფი და უსახლკარო. ხმას მაინც ვეღარ მოგცემთ და..
მიყარეთ გვერდზე ასეთი ადამიანები, ევროპისკენ მიმავალ გზაზე ფეხებში არ წამოგედოთ. ახლა გული გამისკდება მართლა“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.