LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გივი სიხარულიძის უცნაური სამსახური აშშ-ში: „გიკეთია „ბანტიკი“, გაცვია ფოჩებიანი პერანგი და შავი სმოკინგი და წევხარ კუბოში… მოდიან მილიარდერები და ნახულობენ, უხდები თუ არა კუბოს“

223
გივი სიხარულიძე

გივი სიხარულიძე „პოსტალიონთან“ იხსენებს თავის უცნაურ სამსახურს, სადაც კუბოში ჩაწოლის სანაცვლოდ დიდი თანხა გამოიმუშავა:

„არ მომიყოლია ხომ, ამერიკაში მანეკენად რომ ვმუშაობდი? ძმაკაცი მყავს ებრაელი, გინდა, ფული გაშოვნინოო? 15 დღეში გაშოვნინებ 15 000 დოლარსო… არ დაიწყო ახლა, არ მინდაო… სულ თურმე კუბოების ექვსი ცეხია მილიარდერებისა და მილიონერებისთვის. მიმიყვანა იქ. თურმე ჰყავთ მანეკენები. მოდის მილიარდერი, წევხარ კუბოში, გაცვია ფოჩებიანი პერანგი. ნაღდ ამბავს გეუბნები. გიკეთია „ბანტიკი“, შავი სმოკინგი გაცვია. ის იტყვის, ეს არაო. მერე გადაგაწვენენ მეორე კუბოში. აინტერესებთ, როგორ უხდები კუბოს… 15 დღეში 15000 დოლარი ვიშოვე. ბოლოს მოვიდა ვიღაც ქალი, ქმარი დაეკარგა ნიანგებზე და ლომებზე ნადირობისას. უნდოდა მანეკენი, ქმარი ხომ უნდა დაესაფლავებინა. მნახა, რომ მე ვწევარ… უცებ თქვა, შეგიძლიათ, რომ ორი დღით თითო საათი რომ იწვეს კუბოშიო. 30 000 დოლარი გადაუხადა, რომ მე ვეთხოვებინე. ორი დღე ვიწექი 40 000 დოლარად. რომ ტიროდა, მაი რიჩმონდო და კუბოს კოცნიდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g