LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანას წარდგენილი აქვს ცხრა პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესრულებული… იმედი მაქვს მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა – მიდიოდა ქვეყნის შანტაჟი“ – კახა კალაძე

132
კახა კალაძე

„მოლაპარაკებების ნაწილი გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. ქვეყანას წარდგენილი აქვს ცხრა პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესრულებული. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ „მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა“:

„მოლაპარაკებების ნაწილი გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. ქვეყანას წარდგენილი აქვს ცხრა პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესრულებული. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას. ჩვენ ყველა ქვეყანაზე – უკრაინა, მოლდოვა, გაცილებით წინ ვართ ყველანაირი სტატისტიკითა და მაჩვენებლით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა – მიდიოდა ქვეყნის შანტაჟი, რაც ძალიან მძიმე იყო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ იქნება“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით თუ წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნების“ დიდი დამსახურება, მოსახლეობასთან ერთად.

კალაძის განცხადებით, ყველა წარმატება ასოცირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდთან:

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დიდი დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. ყველა წარმატება ასოცირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდთან. ის ცხრა პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოლაპარაკებების გახსნისთვის არის წარმოდგენილი, ზედმიწევნით შესრულდება. იმედი მაქვს, რომ არ იქნება ისეთი უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g